Tuesday, May 25, 2010

ალექსანდრე მაკედონელიალექსანდრე მაკედონელი ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან გადასვლა: ნავიგაცია, ძიება ალექსანდრე დიდი ალექსანდრ

ალექსანდრე მაკედონელი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე დიდი
Μέγας Aλέξανδρος

AlexandreLouvre.jpg
მაკედონიის მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 336
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 323
სხვა წოდებები: მაკედონიის ბასილევსი, კორინთოს ლიგის ჰეგემონი, ეგვიპტის ფარაონი, სპარსეთის შაჰი
წინამორბედი: ფილიპე II
მემკვიდრე: ალექსანდრე IV
დაბ. თარიღი: 20 ივლისი, ძვ. წ. 356
დაბ. ადგილი: პელა, მაკედონია
გარდ. თარიღი: 11 ივნისი, ძვ. წ. 323
გარდ. ადგილი: ბაბილონი
მეუღლე: როქსანა
სტატეირა II
შვილები: ალექსანდრე IV მაკედონელი
მამა: ფილიპე II
დედა: ოლიმპიადა

ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ბერძნ.: Μέγας Αλέξανδρος; ივლისი, დ. 20 ივლისი, ძვ. წ. 356, პელა — გ. 11 ივნისი, ძვ. წ. 323), ასევე ალექსანდრე III, მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო რა თითქმის მთელი იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის,გუსტავუს აოდლფუსის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამეხდრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.

სექციების სია

[დამალვა]

ადრეული ცხოვრება [რედაქტირება]

ალექსანდრე ათვინიერებს ბუცეფალს, ანდრე კასტანის ნამუშევარი

ალექსანდრე დაიბადა ძვ. წ. 356 წელს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-სი და მისი მეოთხე ცოლის, ეპირის მეფის, პტოლემაიოსის ასულის, დედოფალ ოლიმპიადას შვილი. დედის მხრიდან ალექსანდრე იყო ეპიროსელი მხედართმთავრის პიროსის მეორე მამიდაშვილი. პლუტარქეს მიხედვით, ალექსანდრე მამის მხრიდან ჰერაკლეს შთამომავალი იყო, ხოლო დედის მხრიდან –ეაკოსის, აქილევსისა და ნეოპტოლემუსის. ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, ჰეროსტრატემ გადაწვა ქალღმერთ არტემიდეს ტაძარი, ეფესოში. ასევე ცნობილია ისიც, რომ ამ დღეს პარმენიონმა გაანაგგურა ილირიელები და ფილიპეს ცხენებმა კი ოლიმპიურ თამაშებში, ეტლოსანთა ჯირითში გაიმარჯვეს.

როდესაც ალექსანდრე 10 წლის იყო, ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა ცხენი. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. ამ დროს ალექსანდრემაც სცადა ბედი და ცხენი მოათვინიერა. პლუტარჩე გადმოგვცემს, რომ ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი თავის შვილს უყიდა და უთხრა:

ვიკიციტატა
«მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი ქვეყანა უნდა ეძიო»

(ლევან სანიკიძე -ალექსანდრე მაკედონელი, თბილისი, 1985, გვ.43)

ალექსანდრემ მას ბუცეფალი დაარქვა, რაც ხარისთავას ნიშნავს.

განათლება [რედაქტირება]

არისტოტელე, "ათენის სკოლა"-ის ფრაგმენტი, რაფაელის ნამუშევარი
ალექსანდრე და არისტოტელე
(1/2)
არისტოტელე ამეცადინებს ალექსანდრეს, ფერისის ნამუშევარი, 1895

ბავშვობაში ალექსანდრე განებივრებული იყო აღმზრდელებით, თუმცა მის აღზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ლეონიდასი და ლისიმაქოსი. ფილიპე ამას არ დასჯერდა და ალექსანდრეს მასწავლებლად მოიწვია პლატონის მოსწავლე არისტოტელე, რომელიც იმ დროის ყველაზე განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. არისტოტელეც დათანხმდა. ცნობილია, რომ არისტოტელეს საპატივცემულოდ ფილიპემ თავიდან ააშენა მის მიერვე დანგრეული სტაგირე, არისტოტელეს მშობლიური ქალაქი.[1] ასევე ფილიპემ არისტოტელეს ალექსანდრეს აღსაზრდელად უბოძა ნიმფების ტაძარი, მიეზასთან ახლოს. ასე, რომ მიეზა ალექსანდრესა და სხვა წარჩინებული ოჯახის შვილების სკოლად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა მომავალში ალექსანდრეს მეგობრები ან გენერლები გახდნენ. არისტოტელე აქ მათ ასწავლიდათ ფილოსოსიას, მედიცინას, ფიზიკას, მათემატიკას,ლოგიკას, ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნებას და ა.შ.

ალექსანდრეს არისტოტელეს შესახებ ერთხელ უთქვამს:

ვიკიციტატა
«მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს»


ადრეული სამხედრო კარიერა [რედაქტირება]

რეგენტობა [რედაქტირება]

როდესაც ალექსანდრე 16 წლის იყო, ფილიპე ბიზანტიონის ასაღებად გაეშურა და მაკედონიის რეგენტად თავისი შვილი დატოვა. ალექსანდრეს ეს დრო ფუჭად არ დაუკარგავს. მან შეუტია მედების ტომს და აიღო მათი მთავარი ქალაქი. შემდეგ იქიდან გაყარა მოსახლენი და მის ადგილას დააარსა ახალი კოლონია,ალექსანდროპოლისი.[2] ფილიპეს დაბრუნების შემდეგ, მან ალექსანდრე გაგზავნა სამხრეთ თრაკიაში, აჯანყების ჩასახშობად. During yet another campaign against the Greek city of Perinthus, he is reported to have saved his father's life. Meanwhile, the city of Amphissa began to work lands that were sacred to Apollo nearDelphi, a sacrilege which offered the chance for further intervention in the things of Greece. Still occupied in Thrace, Philip ordered Alexander to muster an army. Afraid of other Greek states' intervention, Alexander made it look as if he was to attack Illyria instead. During this turmoil, the Illyrians thought it was the perfect chance to attack Macedonia but once again Alexander repelled the invaders.[3]

ქერონეიის ბრძოლა [რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ქერონეიის ბრძოლა.
ქერონეიის ბრძოლის ამსახველი რუკა

ფილიპე II მაკედონელს ალყა ჰქონდა შემორტყმული პერინტუსისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ქალაქს სპარსეთის იმპერია ამარაგებდა, ალყა მოხსნა და საბერძნეთის დაპყრობა განიზრახა. მან მცირე დრო დაჰყო მაკედონიაში და შემდეგ მოულოდნელად დაიძრა სამხრეთისკენ. ძვ. წ. 338 წლის 2 აგვისტოს ორი არმია ერთმანეთს ქერონეიის ველზე გაუპირისპირდა ერთმანეთს. ფილიპეს მარჯვენა ფლანგი ებარა, ალექსანდრეს მარცხენა. შეუპოვარი ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა ისე, რომ არცერთ მხარეს უპირატესობა არ მოუპოვებია. შემდეგ ალექსანდრემ იმისათვის, რომ თავისი სიმამაცე და გამბედაობა დაემტკიცებინა შეტევა წამოიწყო თებელებზე. ის პირველი ეკვეთა მტერს. ამ შეტევამ მოწინააღმდეგის რიგებში ხვრელი გააჩინა და არმია ორ ნაწილად დაჰყო. ბერძნებმა დიდი დანაკლისი განიცადეს და საბოლოოდ გაქცევით უშველეს თავს. ამ დროს კი ფილიპემ თავისი არმია თავიდან უკან დახია, შემდეგ კი მთელი ძალით ეკვეთა მტერს. ამ მანევრმა ათენელები დააბნია და მათაც უკან დაიხიეს. ალექსანდრემ 3 ათასამდე თბელი ჩაიგდო ტყვედ. აღსანიშნავია, რომ მან გაანადგურა თებელების "საღვთო რაზმი". ბრძოლის შემდეგ ფილიპემ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებთან ზავი დადო და შექმნა კორინთოს ლიგა სპარსეთის იმპერიიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ფილიპეს ქორწილი [რედაქტირება]

პელაში დაბრუნების შემდეგ, ფილიპეს შეუყვარდა მისი გენერლის, ატალოსის ძმისწული და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. ამის გამო ალექსანდრეს მემკვიდრეობა სერიუზული საფრთხის ქვეშ დადგა. ქორწილის დროს მთვრალმა ატალოსმა წამოიყვირა:

ვიკიციტატა
«მაკედონელებო, შეევედრეთ ღმერთებს, რომ ფილიპეს და კლეოპატრას კანონიერი ტახტის მემკვიდრე შეეძინოთ»

(პლუტარქე, "ალექსანდრე")

ამ სიტყვებმა ალექსანდრეს განრისხება გამოიწვია. მან ატალოსს ღვინის ჭიქა ესროლა თავში და უყვირა:

ვიკიციტატა
«არამზადავ, მე შენ ნაბიჭვარი გგონივარ?»


ამჯერად ამ სიტყვებმა კი მეფე გააღიზიანა. მთვრალმა ფილიპემ ხმალი ამოიღო და ალექსანდრესკენ გაექანა, თუმცა წაიბორძიკა და დაეცა. ამის შემხედვარე ალექსანდრე მამას თავზე დაადგა და თქვა:

ვიკიციტატა
«შეხედეთ, მეგობრებო, ამ კაცს - ევროპიდან აზიაში, რომ სალაშქროდ ემზადება - სკამიდან სკამამდე ისე ვერ მიუღწევია, ძირს არ გაშხლართულიყო»

(ლევან სანიკიძე - ალექსანდრე მაკედონელი)

ამ შემთხვევის შემდეგ ალექსანდრე და ოლიმპიადა წავიდნენ ეპიროსში ამ უკანასკნელის ძმასთან. თუმცა შემდეგ ალექსანდრე ილირიაში გადავიდა.[4] იქ მან ექვსი თვე დაჰყო, შემდეგ კი კორინთელი დემარატოსის შუამდგომლობით მაკედონიაში დაბრუნდა.

შემდეგ წელს კარიის სპარსელმა სატრაპმა პიქსოდოროსმა ფილიპეს თავისი შვილი შესთავაზა მისი ვაჟისთვის, არიდაიოსისთვის. ალექსანდრე და ოლიმპიადა შეშინდნენ, რომ ფილიპე აპირებდა არიდაიოსი გაეხადა თავის მემკვიდრედ. ზუსტად ამიტომ ალექსანდრემ ზომები მიიღო, მან კარიაში გააგზავნა მსახიობი თესალუსი, რათა დაერწმუნებინა პიქსოდოროსი, რომ არიდაიოსის ნაცვლად თავისი ასული ალექსანდრესთვის მიეცა.[5] მას შემდეგ, რაც ფილიპემ ეს ამბავი შეიტყო, განრისხდა, ალექსანდრეს მიუვარდა და გაკიცხა ის. პლუტარქეს მიხედვით, ფილიპემ ალექსანდრეს ოთხი მეგობარი,ჰარპალუსი, ნეარხუსი, პტოლემაიოსი და ერიგიუსი მაკედონიიდან გაყარა, კორინთოელებს კი უბრძანა, რომ თესალუსი მისთვის გადმოეცათ.[6]

ალექსანდრეს გამეფება [რედაქტირება]

პაუსანია კლავს ფილიპეს
"როდესაც თეთრმოსასხამიანი ფილიპე გამოჩნდა, თეატრში ყველა ადგილი დაკავებული იყო. მისი ბრძანების გამო მცველი მას მხოლოდ დისტანციაზე მოჰყვებოდა. ფილიპეს ამით ხალხისთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ ის დაცული იყო ყველა ბერძენის კეთილგანწყობით და რომ მისი უსაფრთხოება არ საჭიროებდა შუბოსნების რაზმს. მაგრამ უეცრად მეფისადმი მოწყობილი შეთქმულება გამოაშკარავდა, ფილიპესთვის მიყენებული სასიკვდილო დარტყმის საშუალებით."
დიოდორუს სიცილიელი აღწერს ფილიპეს სიკვდილს."ისტორიის ბიბლიოთეკა" წიგნი XVI

ძვ. წ. 336 წელს ფილიპემ მოაწყო თავისი შვილი, კლეოპატრასი, რომლის დედაც იყო ოლიმპიადა და ოლიმპიადასივე ძმის, ეპიროსის მეფის, ალექსანდრეს ქორწილი. ფესტივალი ეგიაში გაიმართა. ფილიპეს ამით ოლიმპიადას შემორიგება უნდოდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან მკვლელმა, პაუსანიამ ის სიცოცხლეს გამოასალმა. ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა 20 წლის შვილმა ალექსანდრემ დაიკავა.

გამეფებისთანავე ალექსანდრემ დაიწყო თავისი არმიის თითქმის მუდმივი წვრთნა[7], რადგან აჯანყებები მოსალოდნელი იყო, როგორც ბერძნების, ისე ატალოსის მხრიდან, რომელიც თავისი არმიით მცირე აზიაში იმყოფებოდა პარმენიონის არმიასთან ერთად. ატალუსს მიმოწერა ჰქონდა დემოსთენესთან, რომელიც ათენელების აჯანყებას ედგა თავში, თუმცა შემდეგ ატალუსმა აზრი შეიცვალა და ისევ ალექსანდრეს მიემხრო. ამის მიუხედავად მეფემ ის არ შეიწყალა და სიკვდილით დასაჯა. ამ პერიოდშივე მოკლეს ფილიპეს ბოლო ცოლი კლეოპატრა და მისი ახალშობილი შვილი (ამ მკვლელობასთან ხშირად ოლიმპიადას აკავშირებენ).

ბერძნულმა პოლისებმა კორინთოს კონგრესი გააუქმეს. ამას ალექსანდრეს მოქმედება მოჰყვა. თავისი არმიით ის ჯერ თესალიაში შევიდა, სადაც მის არმიას თესალიური მხედრობა შეუერთდა. შემდეგ დიპლომატიითა და დაშინებით აჯანყებებიც ჩაახშო. ბოდიშის მოხდა მოუწია ათენსა და თებესაც. ალექსანდრემ კორინთოს კონგრესი თავიდან მოიწვია, რომელსაც თითქმის ყველა ბერძნული პოლისი შეუერთდა, სპარტის გამოკლებით. ალექსანდრე კონგრესის ჰეგემონად გამოცხადდა.

ბალკანეთის კამპანია [რედაქტირება]

სანამ ალექსანდრე თავის მთავარ ჩანაფიქრს, აზიაში შეჭრას განახორციელებდა, მას მაკედონიის ჩრდილოეთი საზღვრებისთვისაც უნდა მიეხედა. ძვ. წ. 335 წლის გაზაფხულზე მან ჩრდილოეთით ლაშქრობა წამოიწყო. თავდაპირველად ის თრაკიაში შეიჭრა, რომ ტრიბალების და ილირიელების აჯანყება ჩაეხშო. აქ მას შეუერთდნენ ცოტაოდენი თრაკიელი მოკავშირეები. ალექსანდრეს პირველი შეტეკება, ჰემოსის მთებში (დღევანდელი სტარა-პლანინა), თრაკიელების გარნიზონთან მოუვიდა და ისინი დაამარცხა.[8]

სპარსეთში ლაშქრობა [რედაქტირება]

ძვ. წ. 334 წლის მაისში ალექსანდრემ ჰელესპონტი გადაკვეთა თავისი არმით. პლუტარქე[9] გვამცნობს, რომ ალექსანდრეს არმიის რაოდენობა სხვადასხვა წყაროების მიხედვით 34,000-დან 46,000 მეომრამდე მერყეობს.[10] მაკედონიაში ალექსანდრემ თავისი გენერალი ანტიპატრე დატოვა 12,000 ქვეითით და 1,500 კავალერისტით.[11]

მნიშვნელოვანი თარიღები [რედაქტირება]

ალექსანდრე დიდი
იეროგლიფებში
სახელი
Hiero Ca1.png

C12 C1 U21
N35
N36


Hiero Ca2.png

პირადი სახელი
Hiero Ca1.png

G1 E23
V31
O34
M17 N35
D46
D21
O34


Hiero Ca2.png

  • ძვ. წ. 340 : როდესაც ფილიპე II აჯანყების ჩასახშობად იყო წასული, ალექსანდრე მართავდა მაკედონიას. მას აუჯანყდა მაედი. მან აჯანყება ჩაახშო და ქალაქს ალექსანდროპოლისი დაარქვა.
  • ძვ. წ. 336 : მოკლეს ფილიპე II და ალექსანდრე გახდა ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი.
  • ძვ. წ. 334 : ივნისში , გრაციუსის ბრძოლაში, მან დაამარცხა სპარსეთის ჯარი, სექტემბერში კი აიღო ჰალიკარნასი.
  • ძვ. წ. 333 : მან გადაჭრა გორდას ნასკვი. ამავე წლის ნოემბერში დაატყვევა სპარსების სამეფო ოჯახი.
  • ძვ. წ. 332 : 14 ნოემბერს იგი აღიარეს ეგვიპტის ფარაონად. მომდევმო წლის ზამთარში დაიწყო ალექსანდრიის მშენებლობა. 1 ოქტომბერს გავგამელას ბრძოლაში მან საბოლოოდ დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიუს III. 21 ოქტომბერს ალექსანდრე შევიდა ბაბილონში.
  • ძვ. წ. 330 : მთლიანად დაიპყრო სპარსეთი.
  • ძვ. წ. 329 : იგი შეიჭრა ცენტრალურ აზიაში. იქსარტეს ბრძოლაში მან დაამარცხა სკვითები.
  • ძვ. წ. 328 : წარმატებით ჩაახშო სპიტამენესის აჯანყება მაკედონიაში.
  • ძვ. წ. 327 : სიკვდილით დასაჯა სამეფო კარის მემატიანე კალისთენესი. ამავე წელს ალექსანდრემ დაიპყრო ”სოგდიის კლდე”, აჯანყებულთა მთავარი ციხე. აგვისტოში იგი დაქორწინდა როქსანაზე, ბაქტრიელი მთავრის ოქსირატესის ასულზე. ამავე წლის ზაფხულში მან ინდოეთი დაიპყრო.
  • ძვ. წ. 326 : ჰიდასპეს ბრძოლაში ალექსანდრემ მეფე პორუსი დაამარცხა. სექტემბერში ჯარმა მას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, თუმცა ეს დიდზანს არ გაგრძელებულა.
  • ძვ. წ. 325 : ივლისში მან ინდოეთის ოკეანეს მიაღწია.
  • ძვ. წ. 324 : ალექსანდრემ ქ. სუსაში გასცა ბრძანება, რომ ჯარისკაცებს ცოლად მოეყვანათ სპარსი ქალები. თვითონ კი დარიუს III-ის ქალიშვილზე-სტატირაზე იქორწინა. ივლისში მას ჯარი კვლავ აუჯანყდა ქალაქ ოპისთან. ოქტომბერში, ეკბატანაში, გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი ჰეფესტიონი (სავარაუდოდ ის მისი საყვარელიც იყო, მაგრამ ეს არცერთი წყაროთი არ დასტურდება).
  • ძვ. წ. 323 : ალექსანდრე დაბრუნდა ბაბილონში. 10 ივნისს იგი გარდაიცვალა მძიმე დაავადების გამო.
ალექსანდრე მაკედონელი
დაიბადა: ძვ. წ. 356 დაიღუპა: ძვ. წ. 323
წინამორბედი:
ფილიპე II
მაკედონიის მეფე
ძვ. წ. 336ძვ. წ. 323
შემდეგი:
ალექსანდრე IV და ფილიპე III არიდაიოსი
წინამორბედი:
დარიოს III
სპარსეთის შაჰი
ძვ. წ. 330ძვ. წ. 323
ეგვიპტის ფარაონი
ძვ. წ. 332ძვ. წ. 323
წინამორბედი:
ახალი ტიტული
აზიის მეფე
ძვ. წ. 331ძვ. წ. 323

სქოლიო [რედაქტირება]

  1. პლუტარქე - ალექსანდრე, გვ.5
  2. ფოქსი, ალექსანდრეს ძიებაში, გვ. 68.
    * პლუტარქე,ალექსანდრეს ზეობა, გვ. 260
    * რენო, ალექსანდრე დიდის ბუნება, გვ. 47
    * ბოუსი,ალექსანდრე დიდის სტრატეგიის ხელოვნება, გვ. 43
  3. renault, The Age of Alexander, p. 47-49.
  4. პლუტარქე - ალექსანდრე, გვ.7
  5. პლუტარქე - ალექსანდრე, გვ.7
  6. მაკკარტი, ალექსანდრე დიდი, გვ. 27.
    * პლუტარქე, ალექსანდრე, გვ.7
    * რენო, ალექსანდრე დიდის ბუნება, გვ. 59
    * ფოქსი,ალექსანდრეს ძიებაში, გვ. 71
  7. დიოდორუს სიცილიელი, ისტორიის ბიბლიოთეკა, VIII ნაწილი (XVII წიგნი), გვ.123
  8. ლევან სანიკიძე - ალექსანდრე მაკედონელი, თბილისი, 1985, გვ. 54
  9. პლუტარქე - ალექსანდრე, გვ. 10
  10. დიოდორუსის მიხედვით არმია შეადგენდა 32,000 ქვეითსა და 4,500 კავალერისტს, ებოტის მიხედვით კი 30,000 ქვეითს და 5,000 კავალერისტს
  11. დიოდორუს სიცილიელი, ისტორიის ბიბლიოთეკა, VIII ნაწილი (XVII წიგნი), გვ.167
    ლევან სანიკიძე - ალექსანდრე მაკედონელი, თბილისი, 1985, გვ. 60

No comments:

Post a Comment